პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტის განხილვას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ეხმაურებიან. არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ უმრავლესობას სურს, სასამართლო საკუთარი მოსამართლეებით დააკომპლექტოს, რისთვისაც კანონპროექტს ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე განიხილავს. მისი თქმით, პარლამენტს ჯერ კიდევ 2016 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამი მოსამართლის კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა საკითხი ამ დრომდე არ განხილულა.
ანა დოლიძის მოსაზრებებს არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.
საკითხს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ვენეციის კომისია ხვალ წარმოადგენს დასკვნას, უმრავლესობა კი კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.