„შერიგებისა და სიმართლის კომისიის“ სამუშაო გეგმაზე საუბრობს ანა დოლიძე. მისი განცხადებით, ეს პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს და დაპირისპირებას დაასრულებს. დოლიძის თქმით, ეს ინიციატივა მას 2012 წლიდან აქვს. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.