იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის წევრების ვიზიტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. დოლიძის თქმით, მისთვის გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იმის შესახებ, რომ მართველი გუნდი ვენეციის კომისიის მხოლოდ იმ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე კი ფიქრობს, რომ საზოგადოებამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არასწორად გაიგო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ხვალ შეხვდებიან.