ანა დოლიძის განცხადება

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე რამდენიმე პირის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გარეშე პირებიდან ფიქსირდება თვალთვალი, კერძოდ უცხო პირების მხრიდან ხდება მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ფოტო, ვიდეო მასალის გადაღება. დოლიძის განცხადებით, აღნიშნული ქმედება ხელს უშლის აწარმოოს წინა საარჩევნო კამპანია. მისი მოთხოვნაა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და აღიძრას საქმე 151 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადევნების ნიშნით. დოლიძე თვალთვალში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, გია ვოლსკის შტაბის წევრებს ადანაშაულებს. თავად ვოლსკი ბრალდებას უარყოფს და მას „სასაცილოს“ უწოდებს.