ანა დოლიძის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად რეგისტრირების შესახებ განაცხადი მოძრაობა „ხალხისთვის“ საინიციატივო ჯგუფმა საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა. კანონმდებლობის შესაბამისად, დღეიდან ანა დოლიძე ამომრჩევლის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.
ერთი კვირის შემდეგ კი ცესკო-ში დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდება. ანა დოლიძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში 100-დღიან საკანონმდებლო საქმიანობის გეგმასა და მარცხენა სანაპიროს პრობლემების გადაჭრის გზებს წარადგენს.