ანა დოლიძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფებისგან თავდასხმის ფაქტებზე საუბრობს. დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რამდენიმე უბანთან გარკვეული ჯგუფები მათ თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დოლიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია მოწინააღმდეგე კანდიდატებს კამპანიის ნაყოფიერად წარმართვაში მიზანმიმართულად უშლის ხელს.