ანა დოლიძე და ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მთავრობის ადმინისტრაციას წერილით მიმართავენ.
საქმე იმ პეტიციას ეხება, რომელიც აზარტული თამაშების წინააღმდეგ შეიქმნა. დოლიძის განმარტებით, ხმების საჭირო რაოდენობა, 10 ათასი ხელმოწერა 28 ნოემბრამდე მოგროვდა, შესაბამისად მოდერატორს 18 დეკემბრამდე უნდა ჩაენიშნა სხდომა, თუმცა მათ ამ დრომდე მა არ დაკავშირებიან. წერილის ავტორებს აინტერესებთ, მიიღო თუ არა კომისიამ ინფორმაცია აღნიშნული პეტიციის შესახებ და როგორია სამოქმედო გეგმა.