ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, საქმის განხილვას, სააპელაციო სასამართლო მიზანმიმართულად აჭიანურებს, რასაც დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს უკავშირებს. მისი აზრით, სასამართლოში არსებულ კლანს, სურს საბოლოო ინსტანციაში გასაჩივრების შემთხვევაში, მისი საქმე იმ მოსამართლეებმა განიხილონ, რომლებსაც პარლამენტი აირჩევს. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, ანა დოლიძეს რუსეთის აგენტი უწოდა, რის გამოც, ანა დოლიძემ გვრიტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში გასული წლის 13 ნოემბერს შეიტანა და ამ დრომდე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.