იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს, დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს და გადაიქცეს საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად.
ანა დოლიძემ „გარეჯის გეგმა“ სიმბოლურად მთაწმინდაზე წარადგინა. მისი თქმით, 200 გვერდიანი გეგმა, 2006 წელს მეცნიერებმა შეადგინეს. მასში მოცემულია ყველა სახელმძღვანელო პრინციპი და ის შედგენილია გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.
ანა დოლიძე 2 ნოემბრიდან საკითხზე მუშაობას გარეჯის დაცვის ჯგუფთან და გეგმის შემდგენ მეცნიერებთან ერთად აპირებს.