მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის ცვლილებას ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. ანა დოლიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მოქმედი წესით მუშაობა უნდა შეჩერდეს.
არამოსამართლე წევრის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. გიორგი მიქაუტაძის მტკიცებით, ეს სასამართლო სისტემის საქმიანობას შეაფერხებს.
განცხადებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლის იუბილეზე გაკეთდა, სადაც მთავარ გამოწვევად სკოლის დამოუკიდებლობა დასახელდა.