ანა დოლიძე: მოსამართლე რომ გახდე, სასამართლოს გარეთ კომპეტენცია საკმარისი არ არის
სისტემის მიხედვით, იმისთვის, რომ მოსამართლე გახდე, სასამართლოს გარეთ კომპეტენცია და გამოცდილება საკმარისი არ არის – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ დღეს ჩანიშნულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეფასებისას გააკეთა. მისი განმარტებით, იკვეთება, რომ სისტემაში ხვდებიან მხოლოდ და მხოლოდ ის პირები, ვისაც მანამდე სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება აქვს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამი წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებს, რომელთაც უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ, დღეს კენჭს უყრის.