ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ

ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გარეთ გამოსულ ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ თამაშის შემდეგ 62 ადამიანი დააკავეს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნიღბიანი ადამიანები თავს ესხმიან ებრაელ გულშემატკივრებს, ზოგიერთ თავდამსხმელს ხელში პალესტინის დროშები უჭირავს და ყვირის: „თავისუფალი პალესტინა!“ ებრაული მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ისრაელის ზოგიერთ მოქალაქეს პასპორტები მოჰპარეს.