ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბში ამბობენ, რომ ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები აირჩია, დღეს კი უბნის კომისიის წევრებად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დანიშვნა იგეგმება. ამის შესახებ, ამომრჩეველთა ხმის დაცვის შტაბის წარმომადგენლებმა, გურამ ჩალაგაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კანონის დარღვევას არ დაუშვებენ და არჩევნებზე თითოეული მოქალაქის ხმა დაცული იქნება.