„ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტის ინიცირება უქმე დღეების შემდეგ ბიუროს პირველივე სხდომაზე იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ დოკუმენტები ცალ-ცალკე მოამზადეს. ოპოზიციისთვის უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიუღებელია. მათი თქმით, ამნისტია პოლიციელებზე იმ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს, თუ მათზე დაზარალებულების თანხმობა იქნება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტის პრინციპებს ასახავს.
მოამბე