ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა იურიდიულმა კომიტეტმა. კანონპროექტის ავტორის თქმით, ამნისტიით დაახლოებით ათასი ადამიანი მოახერხებს სარგებლობას. ნაწილს მსჯავრი გაუნახევრდება, ნაწილს კი მეოთხედით შეუმცირდება. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს, რათა გარკვეული მუხლებით დაკავებულ სტუდენტებსა და ქალებს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალოთ. ამნისტიით ვერ ისარგებლებენ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირები.