შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ დოკუმენტის პირველი პუნქტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.
პარლამენტში ინიცირებული ამნისტიის აქტის ორი სხვადასხვა ვერსიის გარშემო პოზიციების დაახლოება ჯერ ვერ ხერხდება. ოპოზიციის და უფლებადამცველი ორგანიზაციების შემდეგ მომავალ კანონს ამჯერად 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულები აკრიტიკებენ, თუმცა მათი კრიტიკა და პროტესტი თანაბრად ვრცელდება როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიების პროექტებზე. პოზიციები გაყოფილია ოპოზიციაშიც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ნიკა მელიას გასათავისუფლებად მოძებნილი მექანიზმი მიუღებელია ამნისტიის აქტის ინსპირატორი პოლიტიკოსის და მისი პარტიისთვის. მიშელის შეთანხმების ხელმომწერ და ხელის არ მომწერ პარტიებს შორის ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება.