ორი ხმაურიანი საკომიტეტო განხილვის შემდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის გარშემო შეთანხმებას ცდილობს.
ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებში ხელისუფლების ვარიანტის მხარდაჭერის და ოპონენტთა პროექტის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით დღეს მხარეებს შორის კონსულტაციები გაიმართა. კიდევ ერთი და სავარაუდოდ, გადამწყვეტი შეხვედრა ხუთშაბათს დილით არის ჩანიშნული. მოახერხებენ თუ არა მმართველი გუნდი და მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ამნისტიის აქტის საერთო პროექტზე შეჯერებას – პროგნოზები ოპტიმისტურია.