ამნისტიის ახალი კანონპროექტი

პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონ-პროექტზე მსჯელობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. ინიციატივა ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. კანონი ასობით პატიმარზე გავრცელდება და სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება. ამნისტიის აქტი კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს.