საპარლამენტო უმრავლესობამ ამნისტიის გამოცხადების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა. ზუსტად რომელი მუხლებით მსჯავრდადებულებს შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან გათავისუფლება მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა. ოპოზიციას კითხვები აქვს, რატომ დადგა ამნისტიის გამოცხადება ახლა დღის წესრიგში. ოპონენტებს მმართველ გუნდში უკვე უპასუხეს.