პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის გუნდთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. შეხვედრა ფრედ – 3:3 დასრულდა. მსგავსი სპორტული აქტივობების გამართვას, პარლამენტის საფეხბურთო გუნდი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გეგმავს. ყვარელში სტუმრობისას კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს და მსგავსი ღონისძიებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.