საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი და მსახიობი ამირან შალიკაშვილი დღეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
უკანასკნელ გზაზე ის პანტომიმის თეატრიდან გააცილეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ამირან შალიკაშვილის ხსოვნას პატივი მისმა მეგობრებმა, მოქალაქეებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიაგეს.
რეჟისორი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.