ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პირბადის ტარების აუცილებლობას, რომელიც ისევ ნომერ პირველ რეკომენდაციად რჩება. მისი თქმით, ამ ეტაპზე პირბადეს მოქალაქეთა 55% მოიხმარს და თუ ეს მონაცემი 95%-მდე გაიზრდება, ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა შესამჩნევად შემცირდება.
ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასება – ამირან გამყრელიძე „თავისუფალ ხედვაში“