ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა არსებობდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა იმ შემთხვევისთვის, თუ პროგრამაში ჩართვას მეტი ბენეფიციარი მოინდომებს. აქვე ამირან გამყრელიძე აკონკრეტებს, რომ ეს იყო დონაცია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პრეპარატებზე თანხა არ დახარჯულა.