„ამერიქან ფროთეჯის“ შესარჩევი ტურის ბოლო მოსმენა

ამერიქან ფროთეჯის“ საერთაშორისო კონკურსის შესარჩევი ტურის ბოლო მოსმენა გაიმართა კონსერვატორიის მცირე დარბაზში.

კონკურსის შესარჩევ ტურში სხვადასხვა ასაკის მუსიკოსები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

საუკეთესოები შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

საერთაშორისო კონკურსი ნიუ იორკში გაიმართება. გალა კონცერტს და დაჯილდოების ცერემონიას კარნეგო ჰოლი უმასპინძლებს.