„შეერთებული შტატები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას“, – ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. კამალა ჰარისის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასისგან“, მაგრამ ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ „საერთაშორისო და ჰუმანიტარული კანონი დაცული“ უნდა იყოს . ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს.