ამერიკის თავდაცვის მდივანი ისრაელში ჩავა

ამერიკის თავდაცვის მდივანი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს იწყებს. ლოიდ ოსტინი გენერალ ჩარლზ ბრაუნთან ერთად, ისრაელში ჩავა. როგორც ცნობილია, ოსტინი შეხვედრებს გამართავს ისრაელში, სადაც ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების ვალდებულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენ. ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტი რეგიონში „უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“ ისახავს მიზნად.

ოსტინი, სავარაუდოდ, კატარსა და ბაჰრეინსაც ეწვევა და ქვეყნის პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს.