თბილისში გუშინ გამართულ დიპლომატიურ შეხვედრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს თბილისში შეხვედრით. პირდაპირი დიალოგი ყველაზე სარწმუნო გზაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად“, – წერს ბლინკენი.