საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავებაში მოწინავე პოზიცია აქვს, – ამის შესახებ საუბარია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და საპასუხო რეაგირება შეუძლია.
ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.