„საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს“- აცხადებენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ვედანტ პატელის თქმით, იმ დროს, როდესაც დასავლური საზოგადოება რუსეთის რეჟიმისგან დისტანცირდა, არ არის დრო იმის, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გაზარდოს.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილება ორი დღის წინ გამოაცხადა, რომელიც ძალაში 15 მაისიდან შედის.