რამდენიმე საათში ვაშინგტონში ისტორიული კენჭისყრა დაიწყება.
სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა იგეგმება. ამერიკის პრეზიდენტს პოლიტიკური ოპონენტები მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის გამო ასამართლებენ, რომლის მიხედვით ტრამპი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენდა და არჩევნებში მომავალი მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას აიძულებდა.
თეთრი სახლის ლიდერის თანამდებობიდან გადაყენება პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან წარმომადგენელთა პალატისგან გასხვავებით, სენატს ტრამპის გუნდი, რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს. იმპიჩმენტის დაწყებამდე საათებით ადრე პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა და კანონმდებლებს ერთწლიანი ანგარიში ჩააბარა, რა დროსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა.
გამოსვლამ დაძაბულ გარემოში ჩაიარა.