ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს

ამერიკამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებად აფასებენ თბილისში. დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

მხარდამჭერი აქტის და პოლიტიკური შეფასებების შესახებ პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე ისაუბრებს.