ამერიკის ელჩის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

რატომ თქვეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებში ვიზიტზე უარი – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განმარტებას, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტატებში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას. ეს განცხადება საგარეო უწყებამ ამერიკის ელჩის საპასუხოდ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ რობინ დენიგანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და შეერთებული შტატების დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ანა ბროლაძე გვიერთდება დეტალებით.