ამერიკის ელჩი ამერიკული დაფინანსების მნიშვნელობაზე საუბრობს. დიპლომატი ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხის გახსნას დაესწრო. აქცენტი „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონზე გაკეთდა. რაც შეეხება ახალ სივრცეს, ეს არის საქართველოში არსებულ 20 ამერიკულ სივრცეს შორის ყველაზე მასშტაბური. ელჩი შეხვდა ახალგაზრდებს და გაეცნო იმ შემოქმედებით პროგრამებს, რომლითაც ისინი ამერიკულ კუთხეში არიან დაკავებულნი.