ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გაიხსნა – ეს არის საქართველოში არსებულ 20 ამერიკულ სივრცეს შორის ყველაზე მასშტაბური. ღონისძიებას შეერთებული შტატების ელჩიც ესწრებოდა. დიპლომატი შეხვდა ბათუმის ახალგაზრდებს და გაეცნო იმ შემოქმედებით პროგრამებს, რომლითაც ისინი ამერიკულ კუთხეში არიან დაკავებულნი. ამერიკის ელჩმა ასევე „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონზე ისაუბრა.