დღევანდელ თარიღს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ ხალხს: „საქართველოსა და ამერიკას შორის გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი საერთო ღირებულებების დასტურია. ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი თანადგომისთვის და იმ სამაგალითო ურთიერთობისთვის, რომელსაც მრავალი წელია ერთად ვაშენებთ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
4 ივლისი – ამერიკის დამოუკიდებლობის დღე