აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის პროცესი იწყება. ეს მას შემდეგ, რაც გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ ჯო ბაიდენი არჩევნებში სავარაუდო გამარჯვებულად დაასახელა. გადაწყვეტილება მიჩიგანის შტატში შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, ბაიდენი ამომრჩეველთა კოლეგიის 306 -ხმას მოიპოვებს. პროტოკოლით გათვალისწინებული პროცესის დაწყებას დაეთანხმა ტრამპიც. პარალელურად, ბაიდენი მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობას არჩევს. არჩეული პრეზიდენტის პრიორიტეტებად იმ ორგანიზაციებში, ალიანსებსა და ხელშეკრულებებში დაბრუნება სახელდება, რომელთა დაშლას ან დასუსტებას დონალდ ტრამპი 4-წლიანი მმართველობის დროს ცდილობდა.