ამერიკელი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩარლზ მენსონმა, სამ თანამზრახველ ქალთან ერთად, 1969 წელს რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი და მისი ოთხი მეგობარი მოკლა. მას ასევე ბრალი ედებოდა კიდევ ორი მკვლელობა.
ჩარლზ მენსონსა და მის თანამზრახველებს თავდაპირველად სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა შეუფარდეს, თუმცა 1972 წელს ამ ფორმის დროებით გაუქმების გამო, მათ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზ მენსონი კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.