ამერიკელ რეპერს, შონ კომბსის, იგივე „ფი დიდის“ ახალი ბრალდება წაუყენეს. ახალი სარჩელი ორშაბათს ნიუ იორკის ფედერალურ სასამართლოში ანონიმურად შეიტანეს. დიდის ბრალად ედება ქალების გაუპატიურება და არასრულწლოვანი ბიჭის სექსუალური შევიწროება. საჩივრებში აღწერილი ინციდენტები მოიცავს პერიოდს 1995 წლიდან 2021 წლამდე. სავარაუდო მსხვერპლები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი შემთხვევა „დიდის“ წვეულებებზე მოხდა. ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ 1998 წელს ჰემპტონში, „დიდის“ წვეულებაზე 16 წლის ასაკში იმყოფებოდა. ის რეპერთან საუბრობდა, თუ როგორ იყო შესაძლებელი მუსიკალურ ინდუსტრიაში შეღწევა და თავის დამკვიდრება, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადეს.