ამბროლაურის მერობის კანდიდატების გეგმები 

რას უნდა ელოდოს ამბროლაურის მოსახლეობა მომავალი მერისგან.

მუნიციპალიტეტის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის. სამი კანდიდატი „მოამბესთან“ საკუთარი საარჩევნო გეგმების შესახებ საუბარს დათანხმდა, პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა კი, არაერთი თხოვნის მიუხედავად, ჩვენთან საუბარზე მოუცლელობის მიზეზით უარი თქვა. როგორც ირკვევა, საარჩევნო მარათონში ჩართულთა პრიორიტეტები ერთმანეთს ემთხვევა, განსაკუთრებული აქცენტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კეთდება.