21-23 ივნისს თბილისში ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ZEG – ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს. წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი მომხსენებელი.