ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები უკრაინის ომის გლობალური შედეგების გაანალიზებას ისახავს მიზნად. ფესტივალი მასპინძლობს 20-ზე მეტ მომხსენებელს, რომლებიც მიმდინარე ომსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებენ. მომხსენებლები მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან.