ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები მიზნად ისახავს უკრაინის ომის შედეგების გლობალურ გააზრებას და ცვლილებებისთვის საჭირო იდეების გაზიარებას. ფესტივალი 20-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ მომხსენებელს მასპინძლობს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
ღონისძიების მომხსენებლები არიან მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები.