წყალმომარაგების პრობლემა გუდაურში ამ დროისთვის მოხსნილია. წყალი ყველა დასახლებას, სასტუმროსა და ტურისტულ ობიექტს მიეწოდება. ბაკურიანში კი უწყლოდ კურორტის მხოლოდ 10%-ია დარჩენილი. ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა მოგვაწოდა ინფორმაცია.
შეგახსენებთ, გუდაურში არსებული „რედკოს დასახლების“ კორპუსებს წყლის მიწოდება 31 დეკემბრის საღამოს შეუწყდა. მიზეზი მცირე ნალექი გახდა. წყალმომარაგების კომპანიამ, პრობლემის მოსაგვარებლად, ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა. კომპლექსს წყლის მიწოდება გუშინ საღამოს აღუდგა.