„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს – „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ აინიცირებენ პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია და „პარტია საქართველოსთვის“. პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას.