ალტერნატიული ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტები

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილები ამჯერად სამარყანდიდან ჟღერდება.

თურქულენოვან სახელმწიფოთა სამიტზე ხუთი ქვეყანა ევროპის ენერგომომარაგების ალტერნატიულ გზებზე მსჯელობს. რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენების და შედეგად ევროპის ქვეყნებში ენერგოკრიზისის შექმნის ფონზე, რუსეთის გვერდის ავლით ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ენერგოდერეფნების მოძიება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხდება. აზერბაიჯანის გარდა ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების კიდევ ერთ ალტერნატიულ წყაროდ ცენტრალური აზიის ქვეყნებიც განიხილება. უზბეკეთში მიმდინარე სამიტზე ახსენეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიც. ენერგოდერეფნებთან ერთად სამიტის დღის წესრიგში სატრანსპორტო და სავაჭრო ახალი მარშრუტების დაგეგმაცაა.