„ალმა მატერი“ – ასე ჰქვია სტუდენტურ გაზეთს, რომლის პრეზენტაციაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.
გაზეთში წარმოდგენილია სტუდენტების მიერ შექმნილი მასალები ადამიანურ ამბებზე, სოციალურ თემებზე, ასევე ომის და მათ შორის, პანდემიის თემატიკაზე. გამოიფინა „გრუნის“ სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოებიც. მოეწყო მულტიმედიური პროდუქტების ჩვენებაც, რაც ცნობილ ადამიანებზე პორტრეტის მომზადებას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებს რესპონდენტებთან ინტერვიუს ჩაწერისა და მათთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ.