ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები

სადღესასწაულო დღეებში ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა.  ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში ხუთი ადამიანი შეიყვანეს. მათ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდათ. პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უკვე ჩაუტარდათ.

რეფერალური კლინიკის დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, ხუთივე მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სულ 366 მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის 255 ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.