ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის პრემიერას ამზადებს.
ყურბან საიდის „ალი და ნინო“- ასე ჰქვია ორმოქმედებიან დრამას, რომლის სასცენო ვერსიაც რეჟისორ გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის.
სპექტაკლის სცენარი, აზერბაიჯანელი მწერლის იგივე სახელწოდების ნაწარმოებს ეფუძნება. რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატი ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება.
სპექტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა.
საპრემიერო ჩვენებები რუსთაველის თეატრში 1-2 მაისს გაიმართება.