ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან. აქციის მონაწილეებმა რუსი ოპოზიციონერის დაკავება გააპროტესტეს. მათი თქმით, ვლადიმერ პუტინმა ნავალნი პოლიტიკური ნიშნით დააკავა და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. დღევანდელ აქციაზე, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული რუსული ოკუპაცია და რუსეთის აგრესიული ქმედებებიც გააპროტესტეს.