რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის თქმით, „X 22“-ის ტიპის რაკეტა უკიდურესად ტოქსიკურ საწვავზე მუშაობს და სავარაუდოდ, განადგურების დამატებით ელემენტად სწორედ ტოქსიკური საწვავი იქცა. უკრაინის არმიის საჰაერო ძალებში ალექსეი არესტოვიჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ უკრაინას „X 22“-ის ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერის, იური იგნატის განცხადებით, ყველას სურს, რომ ინფორმაცია საკუთარი რესურსებით გაავრცელოს, თუმცა, ეს გადამოწმების გარეშე და შეუთანხმებლად ხდება.